1. პროექტის სახელი:ARTფსევდონიმი
2. პროექტის მოკლე აღწერა:მეტსახელით (ფსევდონიმი) ცნობილი მხატვრების შემოქმედების გაცნობა
3. პროექტის სრული აღწერა: პროგრამული თემის შერჩევის შემდგომ ვგეგმავთ მეტსახელით ცნიბილი მხატვრების შემოქმედების წარმოდგენის პროექტს, სათანადო პროგრამული მოთხოვნების გათვალისწინებით. ვითვალისწინებთ შესაბამის აქტიობებს და რესურსებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: მეათე კლასის მოსწავლეები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: სავარუდო ხანგძლიობა სასწავლო წლის განმავლობაში, ორი ეპიზოდი (საშემოდგომო და საგაზაფხულო).
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის ოროვე ეპიზოდის განხორციელების პროცესში ჩაბმულია საგნის მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი რომლებიც კოორდინაციას უწევენ პროექტის ორგანიზაციას.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის ორივე ეპოზოდის დასრულების შემდგომ სახეზე იქნება მომზადებული თემატური ბლოგი პროგრამით გათვალისწინებული თემის სრული აღწერით და სათანადო ვიზუალური ინფორმაციით.
8. სარგებელი სხვებისთვის:პროექტის პრაქტიკული სარგებელი გახლავთ მომზადებული თემატური ბლოგი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ სხვა მოასწავლეები.
9. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი განხორციელდება ისტორიის და ხელოვნების, საგნების პედაგოგების მხარდაჭერით და სრულად იქნება შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: პროექტში ჩაბმული იქნებიან 123-ე საჯარო სკოლასთან ახლომდებარე საჯარო სკოლების, ასვე ლანჩხუთის რ-ნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხოლო ბლოგის მომზადების შემდგომ შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა ჩართვა.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნუგზარ ბარდაველიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:nugzarbardaveli@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: artfsevdonimi
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://artfsevdonimi.blogspot.com
четверг, 11 декабря 2008 г.
вторник, 2 декабря 2008 г.
მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო
მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო
დაიბადა 1573 წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო
მერიზი, იყო ეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის
მამულშიც შესაძლოა დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა
მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა, როგორც ხშირად ხდებოდა
იმ დროს. ადრე დაობლებული კარავაჯო უფროსმა ძმამ სასწავლებლად მიაბარა
მილანში მომუშავე მხატვარს, სიმონე პეტერცანოს. 1584 წლის აპრილში დაიდო
ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა
და ესწავლა ოსტატთან. მილანში გატარებულ სწავლების ამ ოთხ წელს დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა. აქ, მე-16 საუკუნეში ფართო განვითარება ჰპოვა
მანერიზმმა. მანერიზმი - ამ ტერმინით, რომელმაც დასაბამი მიიღო სიტყვიდან
“მანერა”, აღინიშნება სტილისტური მიმართულება. მანერიზმი ჩაისახა იტალიაში
1520-იან წლებში. მანერისტების ნაწარმოებები გამოირჩევა წინასწარ
განსაზღვრული, გართულებული მხატვრული მანერებით. მათთვის დამახასიათებელია
წაგრძელებული ფიგურები, არამდგრადი რთული პოზები, ხასგასმულად
გამომხატველი ზიგზაგური კონტურული ხაზებით. თვით სიმონე პეტერცანო იყო
მანერისტი, თუმცა ის ამაყად ამბობდა, რომ იყო ტიციანის მოწაფე. მასთან
კარავაჯოს შეეძლო მიეღო საჭირო პროფესული სიახლეები, მაგრამ ამავე დროს
გაეთავისა მანერისებული მხატვრული ხერხები. უკანასკნელი ნამდვილად იხატება
ერთადერთ შენარჩუნებულ სურათში, რომელიც მკვლევარების აზრით მიეკუთვნება
კარავაჯოს მოწაფეობის ხანას. ეს - “პავლე მოციქულის მიმართვა” ბალბის
კრებულისადმი. მისწრაფება გადმოსცეს საოცრად ზებუნებრივი მოვლენის
ხასიათი, ფიგურების ნერვიული და უზომო მოძრაობა, არეული და
კომპოზიციაგადატვირთული დეტალებით – ყველაფერი ეს მოწმობს მანერიზმის
გავლენას. საჭიროა ხაზი გავუსვათ, რომ კარავაჯო მილანში გაეცნო რენესანსის
ოსტატთა შემოქმედებას, რომლებიც მიეკუთვნებიან ლეონარდო და ვინჩის სკოლას
და შეეძლო აეთვისებინა ბევრი მიღწევა, რომლებითაც ლეონარდომ გაამდიდრა
მხატვრობა, ადამიანის სხეულის ცოდნა, მისი აგებულება და მისი მოძრაობა,
სურათის სიზუსტე და გააზრებულობა, კანონზომიერი უბრალოება კომპოზიციურ
გადაწყვეტაში, ფორმათა ანალიზის შეჯამებაში და მისწრაფება ხაზგასმულ
გამოვლენაში მისი მოცულობისა და სინათლე-ჩრდილების მოდელირების
დახმარებით. ყველაფერი ეს კარავაჯოს შეეძლო გადაეღო უდიდესი ფლორენციელის
მოწაფეებისაგან. ბუნების ფორმათა წარმოქმნის მთავარი საშუალებანი
ლეონარდოსი და მისი მიმდევრებისათვის იყო სურათი და სინათლე-ჩრდილები.
დასაფიქრებელია, რომ შემთხვევითი არ არის კარავაჯოს მხატვრული მანერა
ასევე განისაზღვრებოდეს უპირველესად სურათისა და სინათლე-ჩრდილების
გამოყენებით. ვენეციელი ოსტატებიდან ის იყო ყველაზე ახლოს ჯორჯონესა და
მისი თანამიმდევართა მანერასთან, ვიდრე ტიციანსა და ტინტორეტოს
მხატვრობასთან; დაქვემდებარებული სურათი მხატვრობასთან, წაშლილ ხაზებთან,
გამოძერწილი ფორმები არა მხოლოდ სინათლე-ჩრდილებით არამედ ფერით, რომელიც
ტილოზე საღებავებით ესმეოდა. ასეთი იყო ცხოვრებისეული შთაბეჭდილება და
ზემოქმედება ხელოვნებისა, რომელიც განსაზღვრავდა იდეურ მიმართულებას და
მხატვრულ მანერას კარავაჯოს მხატვრობაში. სწრაფად განთავისუფლებულმა
მანერიზმის გავლენისაგან ალბათ თავიდანვე გზები მოძებნა დემოკრატიული და
რეალისტული ხელოვნებისაკენ, ხალხისათვის გასაგები შინაგანი და გარეგანი
სიმართლეებით. სამწუხაროდ, მოწაფეობის წლებიდან, სხვა არაფერი არ არის
ცნობილი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. კარავაჯოს შემოქმედება.
1590 წლებში კარავაჯო მიდის რომში. მას აღმოუჩენდნენ ხოლმე გარკვეულ
მფარველობას, მაგრამ უდავოა, რომ აძლევდა გროშებს მისი შემოქმედების
საფასურად. ცნობილია, რომ ჩეზარე დ'არპინო იყო კარავაჯოს ნამუშევრების
მსგავსი სურათების მფლობელი. გაურკვეველია რომელ წლებში დაავადდა იგი, რის
შესახებაც წერდნენ მისი ადრეული ბიოგრაფები. შესაძლებელია, ის მანამდე
დაავადდა, სანამ დაიწყებდა დარპინოსთან მუშაობას., მაგრამ უფრო
სავარაუდოა, რომ ეს მოხდა უკვე მაშინ, როდესაც ცხოვრობდა მის სახელოსნოში.
ბოლო შემთხვევით გასაგები გახდა კარავაჯოს დაპირისპირება დ'არპინოსთან.
მათი უთანხმოება პირად მტრობაში გადაიზარდა და ალბათ ამიტომ ოსტატმა
არანაირი დახმარება და მზრუნველობა არ გაუწია თავის მოსწავლეს. კარავაჯო
მოწყალების გზით მიღებული იქნა დელა კონსოლაციონეს ჰოსპიტალში ერთ-ერთ იმ
საქველმოქმედო დაწესებულებაში, რომელიც დაარსებული იყო ეკლესიის მიერ და
ემსახურებოდნენ მონაზნები. მანჩინი, რომელიც სპეციალობით ექიმი იყო და
ურთიერთობა ჰქონდა
აღნიშნულ ჰოსპიტალთან იხსენებს, რომ როდესაც გამოჯანმრთელდა ხანგრძლივი
ავადმყოფობის შემდეგ, კარავაჯომ დახატა რიგი სურათებისა, რომელიც
მადლიერების გრძნობის გამოსახატავად აჩუქა დამფუძნებელ მანჩინის. ამ
უკანასკნელმა ისინი წაიღო თავის სამშობლოში – სიცილიაში და მათი ბედი
დღემდე უცნობია. ამგვარად, მანერისტის სახელოსნოში მუშაობა იმ პერიოდში,
როდესაც მანერისტული ხელოვნების მიმდინარეობა ზეიმობს რომში კარავაჯო
თამამ ნაბიჯებს დგამს რეალიზმის გზაზე, სადაც ის მარტო აღმოჩნდება და
რომელიც მას მცირე ცხოვრებისეულ წარმატებასა და მოგებას ჰპირდება. ის
მიმართავს რეალური ნატურის უშუალო ანარეკლის შესწავლას. უკვე მისი პირველი
ნაწარმოებები გამსჭვალულია მისადმი პატივისცემით. სავარაუდოა, რომ
კარავაჯოს ერთი ყველაზე ადრეულ ნახატს წარმოადგენს: “ბიჭი ხილის კალათით”.
ყველაფერი გადმოცემულია საღებავების ერთნაირ სწორ, თანაბარ, სქელ ფერებსი,
ცალკეული გასმები, რომლებიც შეუძლებელია განასხვავო. ასეთ მხატვრულ
მანერაში შესრულებულია მისი სხვა ადრეული ნახატებიც, რომლებიც
შინაარსობრივათაც და ხასიათითაც ახლოსაა მის “ბიჭი ხილის კალათით”
ნახატთან. სურათში “ბახუსი” მითოლოგიური ღვინის ღმერთი აღებულია ცოცხალი
კონკრეტული მოდელიდან. ლამაზი ახალგაზრდა, დახატული წელამდე ტიპიურ რომაელს
წარმოადგენს. იგი დაუდევრადაა დაყრდნობილი ერთ იდაყვზე, ხოლო მეორე ხელით
აწვდის ღვინით სავსე სასმისს მის მაყურებელს, თითქოს უშუალო კონტაქტს
ამყარებს მასთან და შლის საზღვარს რეალურ სივრცესა და იმ სივრცეს შორის,
რომელიც გამოსახულია ტილოზე. სურათში “ავადმყოფი ბიჭი” ისევ ყმაწვილის
ნახევრადფიგურული გამოსახულებაა გადმოცემული. არსებობს მოსაზრება თითქოს
ეს არის კარავაჯოს ავტოპორტრეტი მის მიერ შესრულებული ავადმყოფობის დროს.
კარავაჯო არ სცილდება იმ უბრალო, მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანის
ცხოვრებისა და მისი სულიერი მდგომარეობის ჩარჩოებს, რომელსაც ოსტატურად
აფიქსირებს თავის ადრეულ შემოქმედებაში, სადაც ის მიისწრაფის უფრო
დრამატული მომენტებისაკენ. ამ მიმართულებით დამახასიათებელია მისი
არაჩვეულებრივი ნახატი “ბიჭი ხვლიკის ნაკბენით”. იმავე პერიოდის მთელ რიგ
ნახატებში ჩვენ ვხვდებით ქალთა სახეებსაც, რომლებშიც ასევე გამოყენებულია
კონკრეტული ცოცხალი მოდელები. ნახატზე “მარია მაგდალინა” წინა პლანზე ჩანს
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზის ხის დაბალ სკამზე. სცენისა და ხასიათის
რეალურობას მთლიანობაში აძლიერებს ის, რომ მაგდალინა ჩაცმულია იმ დროის
მდაბიო ქალის სადღესასწაულო კაბაში. ჩვეულებრივ, კარავაჯო თითქმის არ
აჩვენებს ადამიანის მდგომარეობას. გოგონას ფიგურა სავსეა შუქით, მასზე
ცოტა ჩრდილია, ხოლო მოცულობა კი – ოდნავაა გამოკვეთილი. სწორედ ეს
გვაფიქრებინებს, რომ მაგდალინა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევარია. მის
მიერ ცოტა მოგვიანებით შესრულებულ ნახატში “წმინდა ეკატერინე” - სახეში
ბევრი მსგავსებაა მაგდალინასთან. ხოლო წმინდა ეკატერინეს მოწამებრივი
ცხოვრება ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს წინაშეა რელიგიური სიუჟეტი. სწრაფვა
გაძლიერებული გამომსახველობისკენ და ეფექტების მოსახდენად კარავაჯო
მიმარტავს “მედუზის თავის” გამოსახულებას. თუ “ ნაკბენ ბიჭში” იგრძნობოდა
მხატვრის მხრიდან მსუბუქი, მაგრამ მაინც დრამატულ სიუჟეტთან შეჭიდება,
სამაგიეროდ აქ ეს ვლინდება უფრო მკვეთრად მითოლოგიური ურჩხულის მედუზა
გორგობას სახით. იმავდროულად კარავაჯო ხატავს ნატურმორტს, სადაც
გამოყოფილია დამოუკიდებელი ჟანრი. ერთადერთ უტყუარ ნიმუშად ამ ჟანრის
სურათებისა წარმოადგენს “ილის კალათა”. კარავაჯოს არც ერთ სურათში არ არის
აღბეჭდილი ასეთი მრავალსახეობა მატერიალისტული სამყაროს საგნებისა,
აგრეთვე გარდამავლობა ფერთა შუქჩრდილებისა, რომელიც შესრულებილია უდაოდ
მაღალი ოსტატობით. მსოფლიო ფერწერაში არ მოიპოვება არც ერტი ნატურმორტი,
რომელიც ახლოს იქნებოდა ამ არაჩვეულებრივ, უცნაურ, თავისებურ და
განუმეორებელ ნახატთან. ეს შედევრი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ
მხატვარმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს. კარავაჯო არა მხოლოდ რელიგიურ
სცენებს, არამედ ჟანრულ ჯგუფებსა და ნატურმორტებსაც დიდი ფორმატის
ტილოებზე ასრულებს, როგორც მონუმენტურ-დეკორატიულ სურათებს. კარავაჯოს
ნახატების მყიდველები იმთავითვე აღმოჩნდნენ მდიდარი მეცენატები, რომლებიც
საკუთარი სასხლის უზარმაზარ მდიდრულ დარბაზებში აწყობდნენ გამოფენებს.
მისი ნახატების მონუმენტურ - დეკორატიული ხასიათი შესაბამისობაში მოდიოდა
სასახლეების ბრწყინვალებასა და დიდებულებასთან. შუქჩრდილთა და ფერთა
გადასვლა თანმიმდევრულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ კარავაჯოს შემოქმედებას
დღემდე არ მიუპყრია თავისკენ დიდი ყურადღება რომაელ მხატვართა ოფიციალურ
წრეებისა. მისი შემოქმედების მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ იყო გასაგები და
ამიტომ სერიოზული კრიტიკის საგნატ არ მიიჩნევდნენ. შემოქმედებითი
ნაყოფიერება კორდინანტ დელ-ნონტეს მფარველობამ მეცენატმა დიდმა ინტერესმა
კარავადჯოს შემოქმედებისადმი გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ მან ბოლოს და
ბოლოს მიიღო დიდი და სერიოზული სამუშაო. კარდინალ კოსტარელის
ანდერძითხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც მან შეიძინა სან-ლუიჯში, უნდა
გაელამაზებინათ კაპელა, სადაც იგი დაკრძალეს გარდაცვალების სემდეგ. ჯერ
კიდევ კარდინალის სიცოცხლეში ფრესკები კაპელაში შეკვეთილი იყო
ჯუზეპე-ჩეზარი დ'არტინოს მიერ. მან მოხატა ჭერი წმინდა”მოციქულ ” მათეს
მიერ ეფიოპიის მეფის ეგიფუსის ბავშვის მკვდრეთით აღდგომა და წინასწარ
მეტყველთა გამოსახულებით. კედლებიც მას უნდა მოეხატა ფრესკებიტ, მაგრამ ეს
ვერ შეასრულა, რადგანაც დატვირთული იყო ღირებული შეკვეთებით პაპისაგან.
რამდენიმე წლის განმავლობაში კაპელაში შეწყდა სამუშაოები.
1595წლის დასაწყისში კარავაჯომ მიიღო შეკვეთა სამ უდიდეს სურათზე, რომელიც გამიზნული უნდა ყოფილიყო საკურთხევლის გასამშვენიერებლად და კაპების გვერდითი კედლების მოსახატად, ნაცვლად ფრესკული ნახატებისა. ამ რიგად, კარავაჯომ პირველმა შექმნა მონუმენტალურ-დეკორატიული ნახატები, რომლებიც გამოიფინა საზოგადოებრივ ნაგებობაში ფართო მასებისათვის, ეკლესიის მრევლისათვის. პირველ რიგში კარავაჯომ დახატა გამოსახულება-მათე მახარობლისა ანგელოზთან-საკურთხევლისათვის. ნათლად გამოხატა სახე, ხელები, წიგნი, ანგელოზის ფრთები და მათეს ფეხები, შიშველი ფეხები დიდი უხეში ფეხებით. მახარობლის შიშველი ფეხების კურთხევა გამოსახულია წინა პლანზე. ამ ნახატით თითქოს დასცინის არისტოკრატებს. ამით მან დაარღვია იდეალიზირებული ხელოვნების კანონები, უხეშად დასცინა მათ და გამოაცხადა, რომ თვით ცხოვრება და ჩვეულებრივი სოფლის მშრომელები არიან ღირსნი ხელოვნების ნიმუშად ქცევისა. კარავაჯოს გამოწვევა შეფასდა ღირსეულად; ნახატმა გამოიწვია დამკვეთის განრისხება და ჩამოიხსნა საკურთხევლიდან იმიტომ, რომ როგორც ბელორი ამბობს: “ მოციქულ მათეს ფიგურა არ ქონდა არც კეთილშობილური გამოხატულება, არც წმინდანის გამოსახულება. იგი დახატული იყო მჯდომარე, ფეხი ფეხზე გადადებული უხეში ფეხის ქუსლებით”. კარავაჯო მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, საიდანიც ის გამოიყვანა ერთ-ერთმა ხელოვნების მოყვარულმა მარკის იუსტინიანმა.მან იყიდა ეს სურათი და შეუკვეთა იმავე სურათის კიდევ ერთი სურათი. ამავე დროს კარაგაჯო პარარელურად მუშაობს მეორე სურათზე – მათე მოციქულის მოწოდება-შემდეგი სურათი იყო- “მათე მოციქულის წამება”. კარავაჯოს მხარს უჭერენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებიც მისი გზის გაგრძელებას ისწრაფვიან. მას აგრეთვე მფარველობს რამდენიმე მსხვილი მეცენატი. მის წინააღმდეგ იზრდება ტალღა განრისხებისა და ბოროტი ენებისა. მისთვის შეუპოვარმა და დაუმორჩილებელმა ტემპერამენტმა კარავაჯოს მისცა საშუალება ებრძოლა თავის მოწინააღმდეგებთან არა მხოლოდ ფუნჯით, არამედ დაცინვითა და შეურაწყოფილი იარაღებით. “კარავაჯო”-წერს ბელორი-”არ ტოვებდა თავის მხატვრობას, იმუშავებდა-რა რამდენიმე საათის განმავლობაში შემდეგ, გაემართებოდა ქალაქში სახეტიალოდ, მხარზე განუყრელი დაშნით. ამ დაშნას ის იყენებდა საკმაოდ ოსტატურად კამათისა და განრისხების დროსაც. ცნობილია, რომ 1600 წლის 19 ნოემბერს მან იჩხუბა ვიღაც ჯირაგამ სპაშნასთან და დაჭრა იგი. 1601 წლის 7 თებერვალს შედგა შერიგება კარავაჯოსა და ფლავიო კაკონიკოსთან, რომელიც მან დაჭრა დაშნით. მხატვარ ჯოვანი-ბალონეს შეურაცყოფელი კარავაჯო დააპატიმრეს. 1603 წლის 23 სექტემბერს კარავაჯო გაათავისუფლეს ფრანგი ელჩის შუამდგომლობის შემდეგ-სახლიდან გაუსვლელობის პირობით. კარავაჯოს მიერ რომში გატარებული ბოლო წლები 1605 წელს კარავაჯოსთვის როგორც დიდება, ისე უხეში მოპყრობა უმაღლეს ზღვარს აღწევს. მისთვის ბრძოლა ყოველთვის კარგავდა წონასწორობას. ის ბევრს მუშაობს, ღებულობს შეკვეთებს, თანაც სჯერა, რომ ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, როგორც საჭიროა, იგი განიცდის მატერიალურ გაჭირვებას. მას მგზნებარე ნაპერწკალი უბიძგებს ბრძოლისკენ, რომლის ქალღმერთისადმი და იწყებს ახალ გარჩევებს. 1605 წლის 28 მაისს იგი ხანჯლის ტარებისთვის აღმოჩნდა ციხეში. მის მეგობრებს კი სჯეროდათ მისი, როდესაც ის საწამებლად მიჰყვადათ ციხეში, იმისთვის რომ ვიღაცას შეურაწყოფა მიაყენა. იმავე წლის სექტემბერში იგი ისევ ღებულობს მონაწილეობას ჩხუბში და მოწინააღმდეგეს ფანჯარას უმსხვრევს. მისთვის იარაღის ტარება არ იყო შემთხვევითი, ეს იყო მისი ხასიათისთვის დამახასიათებელი. ეს არ იყო ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ბრძოლა გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. იგი მუშაობდა სურათზე “მადონა დილარეტო” 1605 წელს. მან დუელში გაიწვია ყოფილი ნოტარიუსი, მარიანო პასკაველი, რომელმაც მას შეურაწყოფა მიაყენა. მიზეზი იყო მხატვრის მოდელი გოგონა. მადონაზე მუშაობის დროს მხატვარი აშუქებდა სრულყოფილ დეტალებს, შემონახულია გოგონას სახელი - ლენა. დუელის დროს პასკაველო დაიჭრა. კარავაჯო გენუაში გაიქცა, მას ეგონა რომ მოწინააღმდეგე მოკლა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც კარავაჯომ გაიგო, რომ მისი მოწინააღმდეგე ცოცხალია, იგი დაბრუნდა რომში და 26 აგვისტოს პასკაველოსგან მიიღო შეწყალება. ამის შემდეგ კარავაჯო იწყებს თავისი ნახატების ხატვას. სურათები “მადონა გველთან” და “მარიას სიკვდილი” - მისი შემოქმედების უმაღლესი მწვერვალებია. სურათი “მარიას სიკვდილი” ღირსეულად იდგა რემბრანტის სურათების გვერდით. ეს არის მის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნების ნიმუში. იგი ითვლება მე-18 საუკუნის იტალიის რეალისტური ხელოვნების მწვერვალად. 1606 წლის 20 მაისს მოხდა განსაკუთრებული შემთხვევა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა მხატვრის ცხოვრება: ბურთის თამაშის დროს, მოხდა ჩხუბი, რომლის შედეგად დაიღუპნენ მისი მოწინააღმდეგეები ანტონიო ბამონი და მხატვარი რაკუჩო თამაზაკა. კარავაჯოს სურათები შეღებილი იყო მათი სისხლით. ჩხუბის დროს მძიმედ დაიჭრა თავში თვით კარავაჯო. თავდაპირველად იგი იმალებოდა. ამ დროს მან დაწერა “მარია მაგდანელი”, “ტრანეზუ ემლაური”, მაგრამ ეს სურათები არ არის შემორჩენილი. კარავაჯოს ეგონა, რომ შეიწყალებდნენ, რადგან მკვლელობა შემთხვევით მოხდა და თვითონაც დაზარალდა. მეგობრებიც ცდილობდნენ მის დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. მისი ჩამოსვლა პაპის ოლქში იყო სარისკო და 1607 წლის აგვისტოში ის ნეაპოლში წავიდა: ამით დასრულდა მისი ბოლო წლები რომში. პაპის შეწყალებას მისი მეგობრები ელოდნენ და ამავე დროს ცდილობდნენ გროსმეისტერ ჯინახურისგან კურთხევას. ამასთან დაკავშირებით მან დაწერა და გააგზავნა მალტაზე სურათი სალენეგოს გამოსახულებით. ყველა ცდილობდა მხატვრის მხარდაჭერას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ იგი ბავერნის კართან დაიჭრა. კარი შეიარაღებული ხალხით იყო გარშემორტყმული. მხატვარი ისე დაიჭრა სახეში, რომ მისი ცნობა ყოვლად შეუძლებელი იყო. ჭრილობის მოშუშების შემდეგ მან გადაწყვიტა რომში დაბრუნებულიყო ზღვის გავლით. პორტში ესპანეთის მცველებმა შეცდომით დააკავეს კარავაჯო. იგი ციხეში ჩასვეს და გაძარცვეს. როდესაც ყველაფერი გაირკვა, ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ იგი სახსრების გარეშე დარჩა, ფული აღარ ქონდა. ორგანიზმი დაუსუსტდა და ავადმყოფობას წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. 18 ივნის 1610 წელს იგი გარდაიცვალა მალარიით (ციებ-ცხელებით). ასე ტრაგიკულად დამთავრდა დევნილი და მოხეტიალე იტალიელი რეალისტი მხატვრის მგზნებარე და სევდიანი ცხოვრება, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დაიკავა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.

სანდრო ბოტიჩელი
სანდრო ბოტიჩელის ბიოგრაფია
1444-1510
სანდრო ბოტიჩელი, ალესანდრო და მარიანო ფილიპეპი, დაიბადა 1444 წელს (1445წ) ფლორენციის მოქალაქის, ტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყება, რომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაა, სწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელს მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. არსებობს სხვა ვერსიაც: ბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავს, ასე ეძახდნენ მის უფროს ძმას, ვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმად. სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობა, თუმცა ზოგი წყაროს თანახმად, მან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობა. სავარაუდოა, რომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწ. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, ვნებიანი მისწრაფება. არ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაც, რომ სანდრო 1468-69 წ.წ.-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკე, ანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა.
1470 წლიდან ბოტიჩელს უკვე ჰქონდა საკუთარი სახელოსნო და დამოუკიდებლად ასრულებდა მიღებულ შეკვეთებს. მისი სურათები საოცარი ჰაეროვნებითა და ფანტასტიკის სიყვარულით გამოირჩევა . 60-იანი წლების დასასრულს იგი დაუახლოვდა ცნობილ მხატვარს ანტონიო პოლაიოლოს. მისი გავლენით შექმნა სურათები: „ძალა“ (1470, უფიცის გალერეა) და “წმ. სებასტიანე“ (1473-1474წ.წ. ბერლინ-დალემის სურათების გალერეა). ორივე მათგანისათვის დამახასიათებელია ფიგურების მკაფიო, პლასტიური „ძერწვა“.
ბოტიჩელის შემოქმედებაში სამი მთავარი მოტივი გამოირჩევა: ალეგორია („გაზაფხული“), მითოლოგია („ვენერას დაბადება“) და რელიგიური (მადონები).
სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდა. რამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეში. მოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. იგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე.
დღეს ბოტიჩელს იცნობს ყველა, როგორც იტალიური რენესანსის საუკეთესო წარმომადგენელს. მისი სურათები ამშვენებს ფლორენციის, რომის, ბერლინის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, მილანის, პეტერბურგის მუზეუმებსა და გალერეებს.
სანდრო ბოტიჩელის შემოქმედება
„ივდითის დაბრუნება“, რომელიც შესრულებულია 1470 წელს. ფართო პანორამის ფონზე, სადაც შორეული ბატალური სცენები და კოშკები სჩანს, მოდის გამარჯვებული ივდითი, მარჯვენით ხმალი უჭირავს, მარცხენით – მწვანე რტო, უკან მოახლე გოგო მოჰყვება, კალათით ოლომფრეს თავი მოაქვს. სურათი ინახება ფლორენციის უფიციის გალერეაში.

70-იანი წლების დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისში ბოტიჩელი დაუახლოვდა მედიჩების კარს. ამ დროს მიეკუთვნება მისი ყველაზე ცნობილი სურათი „მოგვთა თაყვანისცემა“ (დაახ. 1477-1478წ.წ.). ამ სურათში მხატვარი მთხრობელის როლში გამოდის. დაწვრილებით აღწერს ცხენთა სიმრავლეს, ფარშევანგებს. ასეთი ხალხმრავლობა, პოზათა სხვადასხვაობა, საუბარი, მოძრაობა, ნაირფერი სამოსი ამ ოსტატის სხვა სურათებში არ გვხვდება. გამოყენებული აქვს თანამედროვეთა პორტრეტები და ავტოპორტრეტიც. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კუშტი მედიჩი. შავი ხავერდის სამოსელი ხაზს უსვამს მის სიმკაცრეს. „მოგვთა თაყვანისცემა“ ბოტიჩელიმ ოთხჯერ დახატა. ორი ლონდონის მუზეუმშია, ერთი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, უფიცის გალერეაში, ხოლო მისი ასლი ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმშია.
ამავე პერიოდშია შექმნილი ა.პოლიციანოს ლექსის მიხედვით ალეგორია “გაზაფხული“, მითოლოგიური სურათები: „ვენერას დაბადება“, „პალადა და კენტავრი“. ამ სურათებში გაზაფხულის ბუნების ფონზე გამოსახული ოქროსფერთმიანი, ნაზი, გამჭვირვალე სამოსით შემოსილი ქალწულები იდუმალებით არიან მოსილნი. სიყვარულის ქალღმერთ ვენერას კი ნაპირისკენ ქარის ღმერთები შებერვით მოაცურებენ და ყვავილებს აყრიან. პეიზაჟი არ ჰგავს რეალურს. მას პოეტურ-ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ.
ბოტიჩელი ძირითადად მადონებს ხატავდა, მაგრამ მისი ფართო თემატიკა მოიცავს ანტიკურ-ალეგორიულ და მითოლოგიურ სიუჟეტებს, პორტრეტებს, ამასთან ოსტატია ნახატებისა, რომელთაც იყენებდნენ ოქრომჭედლები, მოზაიკის ოსტატები. მომხიბლავია მისეული შიშველი სხეული, გამჭირვალე სამოსელი, აბრეშუმის თმა, ფიქრიანი სახეები, ფანტასტიკური იდუმალება.
1490-იანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე ბოტიჩელის ხელოვნება იძენს ახალ მიმართულებას, მხატვარი ხან გამოსახავს მტანჯველ განცდებს – „ქრისტეს დატირება“ („პიეტა“), ხან კი – ხატებისთვის მახასიათებელი პირობითობით ქმნის სურათებს.
1500 წელს ბოტიჩელიმ დახატა „შობა“, რომელიც მისი უკანასკნელი დიდი ნაწარმოებია, რამაც ჩვენამდე მოაღწია. ეს ბრწყინვალე ტილოა თავისი კომპოზიციით, იდუმალებით, ფერთა სიუხვითა და სიმკვეთრით. აქ გამოყენებული უჩვეულო ხერხი ფიგურების „სართულებად“, ზემო-ქვემო განლაგებისა, 40 წლის შემდეგ გაიმეორა და აამაღლა მიქელანჯელომ „განკითხვის დღეში“. სურათში ჟანრული სცენა რელიგიურ მისტერიად გადაიქცევა და კომპოზიცია გარშემორტყმულია შარავანდიანი ფრინავი ანგელოზებით. სურათს ამშვენებს მხატვრის მიერ შექმნილი ბერძნული წარწერა, მასში მხატვარი ფლორენციის გადარჩენაზე ლოცულობს. ეს უნიკალური ტილო ინახება ლონდონის გალერეაში.
აღსანიშნავია, რომ ბოტიჩელიმ დაამკვიდრა პორტრეტის ახალი ტიპი. თუ მისი წინამორბედი მხატვრები ადამიანს გამოსახავდნენ პროფილში, იგი პირველი იყო, რომელმაც ადამიანი გამოსახა თითქმის ანფასში, უკანა პლანზე ვრცელი პეიზაჟის თანხლებით, რამაც შექმნა შესაძლებლობა სახის ემოციური და ფსიქოლოგიური გახსნისა. საუკუნის ბოლოს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა (მედიჩების განდევნა, სავონაროლას სიკვდილით დასჯა) მძიმედ იმოქმედა მასზე. მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრები ტრაგიკული განცდების კვალს ატარებს. მათში შეშფოთება და უიმედობაა. ზოგჯერ კი რელიგიური ეგზალტაცია იგრძნობა; მოძრაობის გადმოცემა მკვეთრია, იზრდება დაძაბულობა, პათეტიკა, ფერთა სიჭრელე. უკანასკნელ სურათებში იგი თითქოს გოტიკის ტრადიციებს უბრუნდება. ამ პერიოდში ქმნის სურათებს „მიტოვებული“ (1485-90), „ცილისწამება“ (1495), „წმინდა ზინობის ცხოვრების სცენები “ (1505), ეს სურათები ინახება სხადასხვა მუზეუმში: დრეზდენის სურათების გალერეა, ლონდონის ეროვნული გალერეა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ქრისტეს დატირება“. ცნობილია ორი ტილო: მილანის პოლდი-პეცოლდის გალერეისა და მიუნხენის ძველი პინაკოთეკის. სურათის დათარიღება ვერ ხერხდება, მაგრამ სავარაუდოდ დახატული უნდა იყოს 1500 წლისაათვის, ანუ მეამბოხე ბერის, სავონაროლას სიკვდილით დასჯის შემდეგ. ბოტიჩელი განიცდიდა მეგობრის ბედს და რელიგიურ სტრესებში ეძებდა ნუგეშს.

воскресенье, 30 ноября 2008 г.
ელ გრეკო
დაბადების სახელი - დომენიკოს თეოტოკოპული
დაიბადა 1541,
კრეტა, ვენეციის რესპუბლიკაში
გარდაიცვალა 1614 წლის 7 აპრილს ტოლედოში (ესპანეთი)
ეროვნება - ბერძენი
სფერო - ხატვა, სკულპტურა და არქიტექტურა.
მიმდინარეობა - მანერიზმი
ელ გრეკო დაიბადა 1514 წ. სოფელ ფოდელში ან კანდიაში. იგი იყო შეძლებული ქალაქური ოჯახის შთამომავალი. ვენეციელებთან ამხედრების შემდეგ 1526-28 წწ-ში ისინი გაუძევებიათ ჩანდაქსიდან კანდიაში. ელ.გრეკოს მამა გეორგიოს თეოტოკოპული იყო ვაჭარი და გადასახადების ამკრეფი. არაფერია ცნობილი ელ გრეკოს დედის, ანუ მამამისის პირველი ცოლის, ბერძენი ქალის შესახებ. ელ გრეკოს უფროსი ძმა, მანუსიოს თეოტოკოპული
(1531-1604) იყო მდიდარი ვაჭარი და მისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა ელ გრეკოს ტოლედოს სახლში.
თეოტოკოპულმა სახელი ,,ელ გრეკო’’ შეიძინა იტალიაში, სადაც ქვეყნის და ქალაქის წარმომავლობის მითითებით ადამიანის ამოცნობა ჩვეული პრაქტიკა იყო. საგულისხმოა ფორმა EL არტიკლისა შეიძლება იყოს ვენეციური დიალექტიდან ან მეტი ალბათობით ესპანეთიდან. თუმცა ესპანურად მისი სახელი იქნებოდა ელ გრიეგო. კრეტელი ხელოვანი ფაქტობრივად იტალიაში და ესპანეთში ცნობილი იყო, როგორც დომინიკო გრეკო, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ეძახდნენ ელ გრეკოს.
თანამედროვის აზრით, ელ გრეკომ მისი სახელი მიიღო არა მარტო მისი წარმომავლობის, ადგილის მიხედვით, არამედ მისი დიადი ხელოვნებისათვის:
,,დიდი პატივისცემიდან გამომდინარე, მას ეძახდნენ ,,ბერძენს - ელ გრეკო’’.
დაუსრულებელი კამათი მიმდინარეობს ელ გრეკოს დაბადების ადგილის შესახებ. უმეტესობა მკვლევარებისა და სწავლულების კანდიას მიიჩნევენ მის დაბადების ადგილად. აქილეუს კუროუსის მტკიცებით კი, რომელიც მე-20 ს-ის ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი იყო, გრეკო დაიბადა ფოდელში და მისი ოჯახის სახლის ნანგრევები ჯერ კიდევ არსებობს იმ ადგილზე, სადაც ძველი ფოდელი იყო(სოფელმა მეკობრეების თავდამსხმის გამო შეიცვალა ადგილმდებარეობა). ხოლო კანდიაში დაბადების ვერსია ემყარება ორ დოუმენტს სასამართლოდან.
1606წ, როცა მხატვარი 65 წლის იყო. ეს დოკუმენტი კანდიას ნოტარიულ არქივში იქნა აღმოჩენილი, რომელიც 1962წ. გამოქვეყნდა.
კუნძული კრეტა ამ კათოლიკური წყაროების არგუმენტები ეფუძნება მართლმადიდებლური საარქივო ნათლობის ჩანაწერების ნაკლებობას კრეტაზე და მხატვრის ბერძნულ მართლმადიდებლურ და რომაულ კათოლიკურ წესჩვეულებებს შორის მონაცვლეობაზე ახალგაზრდობის პერიოდში.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ მისი ხელოვნება ასახავს რელიგიურ სულიერების რომაულ კათოლიკური ესპანეთისა და მისი ბოლო ანდერძში დამოწმებაზე, სადაც ის თავის თავს ,,თავდადებულ კათოლიკეს’’ უწოდებს. ზოგი სწავლული ვარაუდობს, რომ ელ გრეკო იყო კრეტელი კათოლიკური უმცირესობის წევრი, ან რომ ის გადავიდა ბერძნულ მართლმადიდებლობიდან, რომაულ კათოლიციზმზე კუნძულის დატოვებამდე.
1990-იანი წლების ბოლოს საარქივო კვლევების თანახმად, ელ გრეკო 26 წლის ასაკში ჯერ კიდევ კანდიაში კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. ბევრს ვარჯიშობდა და გახდა პროფესიონალი პოსტბიზანტიური ხელოვნებისა.
1570წ.-ის საცხოვრებლად გადავიდა რომში, სადაც გახსნა სახელოსნო. იტალიაში ყოფნის დროს ელ გრეკომ მისი სტილი გაამდიდრა მანიერიზმისა და ვენეციური რენესანსის ელემენტებით.
1577 წელს გადავიდა ტოლედოში (ესპანეთი), სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა სიკვდილამდე.
ელ გრეკოს დრამატულმა და ექსპრესიონისტულმა სტილმა დაბნეულობა გამოიწვია მის თანამედროვეთა შორის, მაგრამ დაფასება ჰპოვა მე-20 საუკუნეში. ელ გრეკო მიჩნეულია, როგორც წინამორბედი ექსპრესიონიზმისა და კუბიზმისა.
ელ გრეკოს პიროვნება და ნამუშევრები შთაგონების წყარო იყო პოეტებისათვის და მწერლებისთვის, ისეთები, როგორებიც იყვნენ: რენერ მარია რილკე და ნიკოს კაზანცასი. ელ გრეკო თანამედროვე სწავლულებმა დაახასიათეს, როგორც, ისეთი ინდივიდუალური მხატვარი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა არც ერთ კონვენციურ სკოლას. ის ცნობილია ხვეული დაგრძელებული ფიგურებით და ხშირად ფანტასტიკური ან ფანტასმაგორიული პიგმენტაციით, ბიზანტიური და დასავლური მხატვრობის ტრადიციების შეერთებით.
ქალწულის მიძინება (1567წ-მდე, ტემპერა და ოქრო პანელზე, 61,4X45სმ, წმინდა კათედრალი ჰერმოპოლისი, სიროსი) სავარაუდოდ შექმნილია მხატვრის კრეტული პერიოდის ბოლოს. ნახატი აერთიანებს პოსტ-ბიზანტიურ და იტალიურ მანიერისტულ სტილისტურ და იკონოგრაფიულ ელემენტებს.
ელ გრეკომ, როგორც ხატმწერმა არსებითი წვრთნა გაიარა კრეტულ სკოლაში, რომელიც იყო წამყვანი ცენტრი პოსტ-ბიზანტიური ხელოვნებისა. ამასთან ერთად ის სავარაუდოთ სწავლობდა ანტიკური საბერძნეთის და ლათინურ კლასიკოსებს, მან დატოვა 130 წიგნიანი ,,სამუშაო ბიბლიოთეკა’’, რომელშიც შედის ბიბლია ბერძნულად და ანოტირებული ვაზარი. კანდია იყო მხატვრული საქმიანობის ცენტრი, სადაც დაახლოებით 200 მხატვარი მოღვაწეობდა მე-16 საუკუნეში და შექმნეს მხატვართა საამქრო, რომელიც იტალიურ მოდელს ეფუძნებოდა.
1563წ. ოცდაორი წლის ასაკში, ელ გრეკო დოკუმენტში დაახასიათეს, როგორც ,,ხელოვანი’’ (,,მაესტრო დომენიგო’’), რაც გულისხმობდა, რომ ის უკვე საამქროს მეპატრონე და სავარაუდოთ სახელოსნოს ხელმძღვანელი. სამი წლის შემდეგ, 1566 წლის ივნისში. როგორც კონტრაქტის მოწმემ ხელი მოაწერა სახელით - მისტერ მენეგოსი თეოტოკოპული.
იტალია
გიორგიო გიულიო კლოვიოს პორტრეტი, ელ გრეკოს ყველაზე ადრეული გადარჩენილი პორტრეტია. კლოვიოს პორტრეტი, რომელიც მეგობარი და მხარდამჭერი იყო რომში ახალგაზრდა კრეტელი მხატვრისა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ელ გრეკო შესანიშნავად ფლობდა პორტრეტის ხელოვნებას.
რადგან კრეტა 1211 წლიდან იმყოფებოდა ვენეციის რესპუბლიკის მფლობელობაში ბუნებრივი იყო ახალგაზრდა ელ გრეკო კარიერას ვენეციაში გააგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი წელი არ არის გარკვეული, უმეტესობა სწავლულებისა ეთანხმება იმ აზრს, რომ გრეკო ვენეციაში წავიდა დაახლოებით 1567წ. ცნობები ელ გრეკოს იტალიაში ყოფნის შესახებ შეზღუდულია. ის ვენეციაში ცხოვრობდა 1570 წლამდე, მისი ბევრად უფროსი მეგობრის, იმავე დროის უდიდესი მინიატურისტის ხორვატი გიულიო კლოვიოს წერილის თანახმად იგი იყო ტიციანის ,,მოწაფე’’, რომელიც იმ დროს 80 წლისა იყო, თუმცა ჯერ კიდევ ენერგიული. ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ ის მუშაობდა ტიციანის დიდ სახელოსნოში. კლოვიო ახასიათებს ელ გრეკოს, როგორც ,,იშვიათ ტალანტს მხატვრობაში’’.
1570წ. ელ გრეკო საცხოვრებლად გადავიდა რომში, სადაც მან შეასრულა მთელი რიგი ნამუშევრებისა, რომლებშიც ძლიერ იგრძნობა ვენეციური სკოლის ზეგავლენა. უცნობია თუ რამდენი ხანი დარჩა ის რომში, თუმცა ის სავარაუდოთ უნდა დაბრუნებულიყო ვენეციაში სანამ ესპანეთში წავიდოდა. რომში ელ გრეკო მიიღეს, როგორც სტუმარი. ,,პალასიო ფარნესში’’ რომელიც კარდინალმა ალეხანდრო ფარნესმა აქცია ქალაქის მხატვრული და ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრად. იქ მან ურთიერთობა დაამყარა ქალაქის ელიტარულ საზოგადოებასთან,
რომელთა რიცხვშიც იყო რომაული განმანათლებელი ფულვიო ორსინი, რომლის კოლექციაში მოგვიანებით შევიდა მხატვრის შვიდი ნახატი. მათ შორის სინას მთის ხედი და კლოვიოს პორტრეტი.
განსხვავებით სხვა კრეტელი მხატვრებისა, რომლებიც ვენეციაში გადავიდნენ, ელ გრეკომ არსებითად შეცვალა თავისი სტილი და შეხედულება და სახელი გაითქვა ტრადიციული რელიგიური თემის საკითხის ახალი და უჩვეულო ინტერპრეტაციების
შექმნით. მის მიერ იტალიაში დახატულ ნამუშევრებზე გავლენა, იქონია იმ პერიოდის ვენეციური რენესანსის სტილმა: ცოცხალი, დაგრძელებული ფიგურებით, რომელიც მოგაგონებთ ტინტორეტოს და ქრომატულ სტრუქტურას, რაც აკავშირებს მას ტიციანთან. ვენეციელი მხატვრები ასწავლიდნენ მას თუ როგორ შეექმნა მრავალფიგურული კომპოზიციები პეიზაჟებში, რომლებიც ცოცხლდება სამყაროს შუქით. კლოვიო აღწერს ელ გრეკოსთან სტუმრობის ზაფხულის ერთ დღეს, მაშინ, როცა მხატვარი ჯერ კიდევ რომში იყო. ელ გრეკო იჯდა ჩაბნელებულ ოთახში, რადგან ის თვლიდა, რომ სიბნელე უფრო ხელშემწყობი იყო ფიქრისთვის, ვიდრე დღის შუქი, რომელიც უფორიაქებდა მას სულს ,,შიდა სინათლეს’’ რომში შეძენილი ცოდნით მისი ნამუშევრები გამდიდრებული იყო ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ღრმა პერსპექტივა, მქრქალი (სფუმატოს) ადგილები ან უცნაური კომპოზიციები, რომელიც შედგენილია ხვეული, ბრუნვადი ფიგურებისგან, ბობოქარი (ქარიშხლიანი) ჟესტებით, ყველა ნამუშევარს მანიერიზმის ელემენტები ახასიათებს.
იმ დროისთვის, როცა ელ გრეკო ჩამოვიდა რომში, მიქელანჯელო და რაფაელი გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ძლიერი იყო მათი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხელოვნების მხატვრული მემკვიდრეობა აურაცხელი იყო ახალგაზრდა მხატვრებისათვის, ელ გრეკომ გადაწყვიტა რომში შეექმნა მისი საკუთარი სტილი, პირადი მხატვრული შეხედულებების და იდეების დაცვით. განსაკუთრებულ ხოტბას ასხამდა კორეგიოსსა და პარმიგიანინოს, მაგრამ უარყოფდა მიქელანჯელოს ,,განკითხვის დღეს’’ სიქსტის კაპელში, მან გააჭიანურა კაპი პიუს ვ-ის შემოთავაზება მოეხატა სიქსტის კაპელა ახალი და უფრო მკაცრი აზროვნებით. როცა მას მოგვიანებით ეკითხებოდნენ თუ რას ფიქრობდა მიქელანჯელოზე, ელ გრეკო პასუხობდა, რომ ,,ის იყო კარგი კაცი, მაგრამ მან არ იცოდა როგორ ეხატა’’ და ამგვარად ჩვენ ვაწყდებით პარადოქს. ამბობენ, რომ ელ გრეკო ძლიერ რეაგირებდა და უფრო მეტიც წუნს სდებდა მიქელანჯელოს, მაგრამ მისთვის შეუძლებელი იყო დაპირისპირებოდა მის ტალანტს. მიქელანჯელოს გავლენა შესამჩნევი ხდება მოგვიანებით ელ გრეკოს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა ,,წმინდა ლიგას ალეგორია’’. მიქელანჯელოს, ტიციანის, კლოვიოს და შესაძლოა, რაფაელის პორტრეტების ხატვით ერთ-ერთ მის ნაშრომში (ტაძრის გაწმენდა) ელ გრეკომ არა მხოლოდ მადლიერება გამოხატა მათ მიმართ, არამედ ამ დიდი მხატვრებისადმი მეტოქეობის სურვილი წამოჭრა. როგორც მისი კომენტარები მიგვანიშნებს, ელ გრეკო მიიჩნევდა ტიციანს, მიქელანჯელოსა და რაფაელს როგორც მეტოქეებს. მე-17 საუკუნის ქრონიკაში გიულიო მარსინმა ელ გრეკო შეეიყვანა იმ მხატვრების რიცხვში, რომლებმაც შეძლეს, სხვადასხვა გზით, გადაეფასებინათ მიქელანჯელოს სწავლულები.
გრეკომ, არაკონვექციური მხატვრული შეხედულებების (ისეთი, როგორიცაა მიქელანჯელოს ტექნიკის უარყოფა) რომში მტრები შეიძინა. არქიტექტორმა და მწერალმა პირო ლიგორიომ მას ,,სულელი უცხოელი’’ უწოდა. ახლადაღმოჩენილი
საარქივო მასალები გადმოგვცემენ შეხლა შემოხლის ფაქტს ფარნესთან, რომელმაც აიძულა ახალგაზრდა მხატვარი, დაეტოვებინა მისი სასახლე. 1572წ 6 ივლისს ელ გრეკომ უჩივლა ფარნესს. ღამოდენიმე თვის შემდეგ, 1572წ 18 სექტემბერს ელ გრეკომ გადაუხადა საწევრო გადასახადი წმინდა ლუკას საამქროს, რომში, როგორც მინიატურულმა მხატვარმა. ამავე წლის ბოლოს ელ გრეკომ გახსანა საკუთარი სახელოსნო და თანაშემწეებად დაიქირავა მხატვრები: ლატანზიო ბონასტრი, დე ლუსიგნანო და ფრანცისკო პრებოსტე.
.
ტაველას საავადმყოფოს შეკვეთის შესრულებისას, ელ გრეკო სერიოზულად დაავადდა და ერთი თვის შემდეგ 1614 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე მან თავისი ვაჟი ჯორჯ მანუელი გამოაცხადა მის მემკვიდრედ. მხატვრის ორი ბერძენი მეგობარი ესწრებოდა ანდერძის გადაცემის პროცესს. (ელ გრეკოს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი ბერძენი წარმომავლობის ხალხთან) ის დაკრძალეს სანტა დომინგო ელ ანტიგუას ეკლესიაში.
четверг, 27 ноября 2008 г.
პინტურიკიო
პინტურიკიო
ნამდვილი სახელი ბერნარდო დი პედტო დი ბიაჯო. დაიბადა 1454 წელს პერუჯაში.
პინტურიკიო მიეკუთვნებოდა ადრეული აღორძინების ბოლო თაობის ოსტატებს, რომლებიც მუშაობდნენ უმაღლესი აღორძინების ჩამყალიბებისა და პირველი აყვავების პერიოდში. მან შეინარჩუნა XV საუკუნის ბევრი ოსტატებისთვის დამახასიათებელი მსოფიოზე ნათელი წარმოდგენა. მისი მრავალფეროვნებისადმი უეშმაკო აღტაცება, ფერების სიკაშკაშე, ლანდშავტისა და შენობების სილამაძე, სახეებისა და კოსტუმების მრავალფეროვნება. პინტურიკიოს შემოქმედებაში ინტონაციების უგემოვნებას შეერწყმის დეკორატორის დახვერილი ნიჭი. მანტეის და ამავდროულად პერუჯინის კვალ და კვალ იგი პოულობს ახალ პრინციპიალურ გადაწყვეტილებას მოხატვების ანსამბლეაში, როგორც ერთიან დეკორატიულ სისტემას, რომელიც ქმნის ინტერიერს დაფუძნებულს სახვითსა და ორნამენტალური მოტივების ერთიანობაზე.
ბიჭის პორტრეტი
დრეზდენის გალერეაში იტალიელი აღორძინების ოსტატების სურათებს შორის პინტურიკიოს "ბიჭის პორტრეტს" შეუძლია პირველი დანახვისთანავე მოგხიბლოთ. მაინც რაში მდგომარეობს ამ პატარა და მცირე ზომის სურათის შეუდარებელი მომხიბვლელობა, რომელიც ჩვენს ყურადღებას ჯორჯონეს, ტიციანისა და რაფაელის შედევრების გვერდითაც კი აყოვნებს? ნუთუ მხოლოდ იმაში, რომ მხატვარი უბრალოდ წერდა იმას რასაც ხედავდა, არაფერზე არ დაფიქრებულა და არაფერს არ უმატებდა იმას რასაც ხედავდა? ასეთმა ახსნამ შეიძლება შთაგვაგონოს, რომ ყოველ მხატვარს შეუძლია შექმნას შედევრი თუ იგი დანახულს არაფერს მიუმატებს. ამის მტკიცება თვით მოტყუებაა. სინამდვილეში ჩვენს წინ დახვეწილი პოეტური ხასიათია. ბიჭის სახე შესრულებულია ისეთი მონდომებით თითქოს მხატვარს ეშინოდა გამოეტოვებინა მისი ხასიათის უმცირესი დეტალიც კი. ამასთანავე ყოველი შტრიხის უკან დგას ოსტატის თვითდაჯერებულობა, რომელმაც გაიარა კარგი სამხატვრო სკოლა.
ზუსტად არის გამოხატული თავი, სახე, შუბლი, ცხვირი და ნიკაპი. ნახატის სიზუსტემ უფლება მისცა მიეტანა მაყურებლამდე ისეტი დეტალი, როგორიც ოდნავ შესამჩნევად გამობერილი ტუჩები იყო. სინამდვილეში ეს არის მსოფლიო ხელოვნებაში ბავშვის ერთადერთი პორტრეტი, რომელშიც ასე ნათლად არის გამოხატული ბავშვის ტუჩები.
ლირიკულ-ინტიმური შთაბეჭდილების გასაძლიერებლად დრეზდენელმა პორტრეტების ოსტატმა ზუსტად გამოიყენა ერთი მხატვრული ხერხი. საერთოდ ჩვენი თვალი ხედავს მეტ სიზუსტეებს პირველ პლანზე, მოშორებით განლაგებული საგნები გვეჩვენება მეორეხარისხოვნად. აქ პირიქითაა. სახე და ფიგურა განსაკუტრებით ვარდისფერი პიჯაკი მოცემულია ერტ ლაქად. პეიზაჯი კი გამოსახულია უფრო მკვეთრად. მართალია ამით ერთგვარად იზღუდება სიღრმის შეგრძნება. ხეები ფიგურას გვირგვინივით გარს ეხვევიან. სამაგიეროდ ფიგურამ და სახემ მიიღო არაჩვეულებრივი გამობურცულობა. ამით მხატვარი სინამდვილის გამძაფრებულ აღქმას აღწევს.
დრეზდენული პორტრეტი როგორც ჩანს დაწერილია XV საუკუნის 80იან წლებში. 20 წლის შემდეგ ლეონარდომ ჯოკონდას პორტრეტით განაცვიფრა მთელი მსოფლიო მისი ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით. ლეონარდოს დახვეწილი სტილისტიკისგან განსხვავებით ბიჭის დრეზდენულ პორტრეტში ჩვენ ვნახულობთ მხოლოდ უბრალო მონათხრობს, მაგრამ ამ უბრალოებაში არის შეუდარებელი მომხიბვლელობა, ზუსტად ისეთი როგორც ხალხური სიმღერებისადმი. ოსტატმა შეძლო დავერწმუნებინეთ, რომ მის გმირს არ აქვს არაფერი უთქმელი, რომ ბუნებაში არ არის არავითარი საიდუმლო და სურათში არაფერია ჩვენგან დამალული. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

Подписаться на:
Сообщения (Atom)