воскресенье, 30 ноября 2008 г.

ელ გრეკო




დაბადების სახელი - დომენიკოს თეოტოკოპული

დაიბადა 1541,
კრეტა, ვენეციის რესპუბლიკაში

გარდაიცვალა 1614 წლის 7 აპრილს ტოლედოში (ესპანეთი)

ეროვნება - ბერძენი

სფერო - ხატვა, სკულპტურა და არქიტექტურა.

მიმდინარეობა - მანერიზმი


ელ გრეკო დაიბადა 1514 წ. სოფელ ფოდელში ან კანდიაში. იგი იყო შეძლებული ქალაქური ოჯახის შთამომავალი. ვენეციელებთან ამხედრების შემდეგ 1526-28 წწ-ში ისინი გაუძევებიათ ჩანდაქსიდან კანდიაში. ელ.გრეკოს მამა გეორგიოს თეოტოკოპული იყო ვაჭარი და გადასახადების ამკრეფი. არაფერია ცნობილი ელ გრეკოს დედის, ანუ მამამისის პირველი ცოლის, ბერძენი ქალის შესახებ. ელ გრეკოს უფროსი ძმა, მანუსიოს თეოტოკოპული
(1531-1604) იყო მდიდარი ვაჭარი და მისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა ელ გრეკოს ტოლედოს სახლში.

თეოტოკოპულმა სახელი ,,ელ გრეკო’’ შეიძინა იტალიაში, სადაც ქვეყნის და ქალაქის წარმომავლობის მითითებით ადამიანის ამოცნობა ჩვეული პრაქტიკა იყო. საგულისხმოა ფორმა EL არტიკლისა შეიძლება იყოს ვენეციური დიალექტიდან ან მეტი ალბათობით ესპანეთიდან. თუმცა ესპანურად მისი სახელი იქნებოდა ელ გრიეგო. კრეტელი ხელოვანი ფაქტობრივად იტალიაში და ესპანეთში ცნობილი იყო, როგორც დომინიკო გრეკო, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ეძახდნენ ელ გრეკოს.

თანამედროვის აზრით, ელ გრეკომ მისი სახელი მიიღო არა მარტო მისი წარმომავლობის, ადგილის მიხედვით, არამედ მისი დიადი ხელოვნებისათვის:
,,დიდი პატივისცემიდან გამომდინარე, მას ეძახდნენ ,,ბერძენს - ელ გრეკო’’.

დაუსრულებელი კამათი მიმდინარეობს ელ გრეკოს დაბადების ადგილის შესახებ. უმეტესობა მკვლევარებისა და სწავლულების კანდიას მიიჩნევენ მის დაბადების ადგილად. აქილეუს კუროუსის მტკიცებით კი, რომელიც მე-20 ს-ის ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი იყო, გრეკო დაიბადა ფოდელში და მისი ოჯახის სახლის ნანგრევები ჯერ კიდევ არსებობს იმ ადგილზე, სადაც ძველი ფოდელი იყო(სოფელმა მეკობრეების თავდამსხმის გამო შეიცვალა ადგილმდებარეობა). ხოლო კანდიაში დაბადების ვერსია ემყარება ორ დოუმენტს სასამართლოდან.
1606წ, როცა მხატვარი 65 წლის იყო. ეს დოკუმენტი კანდიას ნოტარიულ არქივში იქნა აღმოჩენილი, რომელიც 1962წ. გამოქვეყნდა.

კუნძული კრეტა ამ კათოლიკური წყაროების არგუმენტები ეფუძნება მართლმადიდებლური საარქივო ნათლობის ჩანაწერების ნაკლებობას კრეტაზე და მხატვრის ბერძნულ მართლმადიდებლურ და რომაულ კათოლიკურ წესჩვეულებებს შორის მონაცვლეობაზე ახალგაზრდობის პერიოდში.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ მისი ხელოვნება ასახავს რელიგიურ სულიერების რომაულ კათოლიკური ესპანეთისა და მისი ბოლო ანდერძში დამოწმებაზე, სადაც ის თავის თავს ,,თავდადებულ კათოლიკეს’’ უწოდებს. ზოგი სწავლული ვარაუდობს, რომ ელ გრეკო იყო კრეტელი კათოლიკური უმცირესობის წევრი, ან რომ ის გადავიდა ბერძნულ მართლმადიდებლობიდან, რომაულ კათოლიციზმზე კუნძულის დატოვებამდე.

1990-იანი წლების ბოლოს საარქივო კვლევების თანახმად, ელ გრეკო 26 წლის ასაკში ჯერ კიდევ კანდიაში კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. ბევრს ვარჯიშობდა და გახდა პროფესიონალი პოსტბიზანტიური ხელოვნებისა.




1570წ.-ის საცხოვრებლად გადავიდა რომში, სადაც გახსნა სახელოსნო. იტალიაში ყოფნის დროს ელ გრეკომ მისი სტილი გაამდიდრა მანიერიზმისა და ვენეციური რენესანსის ელემენტებით.
1577 წელს გადავიდა ტოლედოში (ესპანეთი), სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა სიკვდილამდე.

ელ გრეკოს დრამატულმა და ექსპრესიონისტულმა სტილმა დაბნეულობა გამოიწვია მის თანამედროვეთა შორის, მაგრამ დაფასება ჰპოვა მე-20 საუკუნეში. ელ გრეკო მიჩნეულია, როგორც წინამორბედი ექსპრესიონიზმისა და კუბიზმისა.

ელ გრეკოს პიროვნება და ნამუშევრები შთაგონების წყარო იყო პოეტებისათვის და მწერლებისთვის, ისეთები, როგორებიც იყვნენ: რენერ მარია რილკე და ნიკოს კაზანცასი. ელ გრეკო თანამედროვე სწავლულებმა დაახასიათეს, როგორც, ისეთი ინდივიდუალური მხატვარი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა არც ერთ კონვენციურ სკოლას. ის ცნობილია ხვეული დაგრძელებული ფიგურებით და ხშირად ფანტასტიკური ან ფანტასმაგორიული პიგმენტაციით, ბიზანტიური და დასავლური მხატვრობის ტრადიციების შეერთებით.




ქალწულის მიძინება (1567წ-მდე, ტემპერა და ოქრო პანელზე, 61,4X45სმ, წმინდა კათედრალი ჰერმოპოლისი, სიროსი) სავარაუდოდ შექმნილია მხატვრის კრეტული პერიოდის ბოლოს. ნახატი აერთიანებს პოსტ-ბიზანტიურ და იტალიურ მანიერისტულ სტილისტურ და იკონოგრაფიულ ელემენტებს.

ელ გრეკომ, როგორც ხატმწერმა არსებითი წვრთნა გაიარა კრეტულ სკოლაში, რომელიც იყო წამყვანი ცენტრი პოსტ-ბიზანტიური ხელოვნებისა. ამასთან ერთად ის სავარაუდოთ სწავლობდა ანტიკური საბერძნეთის და ლათინურ კლასიკოსებს, მან დატოვა 130 წიგნიანი ,,სამუშაო ბიბლიოთეკა’’, რომელშიც შედის ბიბლია ბერძნულად და ანოტირებული ვაზარი. კანდია იყო მხატვრული საქმიანობის ცენტრი, სადაც დაახლოებით 200 მხატვარი მოღვაწეობდა მე-16 საუკუნეში და შექმნეს მხატვართა საამქრო, რომელიც იტალიურ მოდელს ეფუძნებოდა.

1563წ. ოცდაორი წლის ასაკში, ელ გრეკო დოკუმენტში დაახასიათეს, როგორც ,,ხელოვანი’’ (,,მაესტრო დომენიგო’’), რაც გულისხმობდა, რომ ის უკვე საამქროს მეპატრონე და სავარაუდოთ სახელოსნოს ხელმძღვანელი. სამი წლის შემდეგ, 1566 წლის ივნისში. როგორც კონტრაქტის მოწმემ ხელი მოაწერა სახელით - მისტერ მენეგოსი თეოტოკოპული.


იტალია


გიორგიო გიულიო კლოვიოს პორტრეტი, ელ გრეკოს ყველაზე ადრეული გადარჩენილი პორტრეტია. კლოვიოს პორტრეტი, რომელიც მეგობარი და მხარდამჭერი იყო რომში ახალგაზრდა კრეტელი მხატვრისა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ელ გრეკო შესანიშნავად ფლობდა პორტრეტის ხელოვნებას.

რადგან კრეტა 1211 წლიდან იმყოფებოდა ვენეციის რესპუბლიკის მფლობელობაში ბუნებრივი იყო ახალგაზრდა ელ გრეკო კარიერას ვენეციაში გააგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი წელი არ არის გარკვეული, უმეტესობა სწავლულებისა ეთანხმება იმ აზრს, რომ გრეკო ვენეციაში წავიდა დაახლოებით 1567წ. ცნობები ელ გრეკოს იტალიაში ყოფნის შესახებ შეზღუდულია. ის ვენეციაში ცხოვრობდა 1570 წლამდე, მისი ბევრად უფროსი მეგობრის, იმავე დროის უდიდესი მინიატურისტის ხორვატი გიულიო კლოვიოს წერილის თანახმად იგი იყო ტიციანის ,,მოწაფე’’, რომელიც იმ დროს 80 წლისა იყო, თუმცა ჯერ კიდევ ენერგიული. ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ ის მუშაობდა ტიციანის დიდ სახელოსნოში. კლოვიო ახასიათებს ელ გრეკოს, როგორც ,,იშვიათ ტალანტს მხატვრობაში’’.

1570წ. ელ გრეკო საცხოვრებლად გადავიდა რომში, სადაც მან შეასრულა მთელი რიგი ნამუშევრებისა, რომლებშიც ძლიერ იგრძნობა ვენეციური სკოლის ზეგავლენა. უცნობია თუ რამდენი ხანი დარჩა ის რომში, თუმცა ის სავარაუდოთ უნდა დაბრუნებულიყო ვენეციაში სანამ ესპანეთში წავიდოდა. რომში ელ გრეკო მიიღეს, როგორც სტუმარი. ,,პალასიო ფარნესში’’ რომელიც კარდინალმა ალეხანდრო ფარნესმა აქცია ქალაქის მხატვრული და ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრად. იქ მან ურთიერთობა დაამყარა ქალაქის ელიტარულ საზოგადოებასთან,
რომელთა რიცხვშიც იყო რომაული განმანათლებელი ფულვიო ორსინი, რომლის კოლექციაში მოგვიანებით შევიდა მხატვრის შვიდი ნახატი. მათ შორის სინას მთის ხედი და კლოვიოს პორტრეტი.

განსხვავებით სხვა კრეტელი მხატვრებისა, რომლებიც ვენეციაში გადავიდნენ, ელ გრეკომ არსებითად შეცვალა თავისი სტილი და შეხედულება და სახელი გაითქვა ტრადიციული რელიგიური თემის საკითხის ახალი და უჩვეულო ინტერპრეტაციების
შექმნით. მის მიერ იტალიაში დახატულ ნამუშევრებზე გავლენა, იქონია იმ პერიოდის ვენეციური რენესანსის სტილმა: ცოცხალი, დაგრძელებული ფიგურებით, რომელიც მოგაგონებთ ტინტორეტოს და ქრომატულ სტრუქტურას, რაც აკავშირებს მას ტიციანთან. ვენეციელი მხატვრები ასწავლიდნენ მას თუ როგორ შეექმნა მრავალფიგურული კომპოზიციები პეიზაჟებში, რომლებიც ცოცხლდება სამყაროს შუქით. კლოვიო აღწერს ელ გრეკოსთან სტუმრობის ზაფხულის ერთ დღეს, მაშინ, როცა მხატვარი ჯერ კიდევ რომში იყო. ელ გრეკო იჯდა ჩაბნელებულ ოთახში, რადგან ის თვლიდა, რომ სიბნელე უფრო ხელშემწყობი იყო ფიქრისთვის, ვიდრე დღის შუქი, რომელიც უფორიაქებდა მას სულს ,,შიდა სინათლეს’’ რომში შეძენილი ცოდნით მისი ნამუშევრები გამდიდრებული იყო ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ღრმა პერსპექტივა, მქრქალი (სფუმატოს) ადგილები ან უცნაური კომპოზიციები, რომელიც შედგენილია ხვეული, ბრუნვადი ფიგურებისგან, ბობოქარი (ქარიშხლიანი) ჟესტებით, ყველა ნამუშევარს მანიერიზმის ელემენტები ახასიათებს.

იმ დროისთვის, როცა ელ გრეკო ჩამოვიდა რომში, მიქელანჯელო და რაფაელი გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ძლიერი იყო მათი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხელოვნების მხატვრული მემკვიდრეობა აურაცხელი იყო ახალგაზრდა მხატვრებისათვის, ელ გრეკომ გადაწყვიტა რომში შეექმნა მისი საკუთარი სტილი, პირადი მხატვრული შეხედულებების და იდეების დაცვით. განსაკუთრებულ ხოტბას ასხამდა კორეგიოსსა და პარმიგიანინოს, მაგრამ უარყოფდა მიქელანჯელოს ,,განკითხვის დღეს’’ სიქსტის კაპელში, მან გააჭიანურა კაპი პიუს ვ-ის შემოთავაზება მოეხატა სიქსტის კაპელა ახალი და უფრო მკაცრი აზროვნებით. როცა მას მოგვიანებით ეკითხებოდნენ თუ რას ფიქრობდა მიქელანჯელოზე, ელ გრეკო პასუხობდა, რომ ,,ის იყო კარგი კაცი, მაგრამ მან არ იცოდა როგორ ეხატა’’ და ამგვარად ჩვენ ვაწყდებით პარადოქს. ამბობენ, რომ ელ გრეკო ძლიერ რეაგირებდა და უფრო მეტიც წუნს სდებდა მიქელანჯელოს, მაგრამ მისთვის შეუძლებელი იყო დაპირისპირებოდა მის ტალანტს. მიქელანჯელოს გავლენა შესამჩნევი ხდება მოგვიანებით ელ გრეკოს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა ,,წმინდა ლიგას ალეგორია’’. მიქელანჯელოს, ტიციანის, კლოვიოს და შესაძლოა, რაფაელის პორტრეტების ხატვით ერთ-ერთ მის ნაშრომში (ტაძრის გაწმენდა) ელ გრეკომ არა მხოლოდ მადლიერება გამოხატა მათ მიმართ, არამედ ამ დიდი მხატვრებისადმი მეტოქეობის სურვილი წამოჭრა. როგორც მისი კომენტარები მიგვანიშნებს, ელ გრეკო მიიჩნევდა ტიციანს, მიქელანჯელოსა და რაფაელს როგორც მეტოქეებს. მე-17 საუკუნის ქრონიკაში გიულიო მარსინმა ელ გრეკო შეეიყვანა იმ მხატვრების რიცხვში, რომლებმაც შეძლეს, სხვადასხვა გზით, გადაეფასებინათ მიქელანჯელოს სწავლულები.

გრეკომ, არაკონვექციური მხატვრული შეხედულებების (ისეთი, როგორიცაა მიქელანჯელოს ტექნიკის უარყოფა) რომში მტრები შეიძინა. არქიტექტორმა და მწერალმა პირო ლიგორიომ მას ,,სულელი უცხოელი’’ უწოდა. ახლადაღმოჩენილი
საარქივო მასალები გადმოგვცემენ შეხლა შემოხლის ფაქტს ფარნესთან, რომელმაც აიძულა ახალგაზრდა მხატვარი, დაეტოვებინა მისი სასახლე. 1572წ 6 ივლისს ელ გრეკომ უჩივლა ფარნესს. ღამოდენიმე თვის შემდეგ, 1572წ 18 სექტემბერს ელ გრეკომ გადაუხადა საწევრო გადასახადი წმინდა ლუკას საამქროს, რომში, როგორც მინიატურულმა მხატვარმა. ამავე წლის ბოლოს ელ გრეკომ გახსანა საკუთარი სახელოსნო და თანაშემწეებად დაიქირავა მხატვრები: ლატანზიო ბონასტრი, დე ლუსიგნანო და ფრანცისკო პრებოსტე.

.
ტაველას საავადმყოფოს შეკვეთის შესრულებისას, ელ გრეკო სერიოზულად დაავადდა და ერთი თვის შემდეგ 1614 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე მან თავისი ვაჟი ჯორჯ მანუელი გამოაცხადა მის მემკვიდრედ. მხატვრის ორი ბერძენი მეგობარი ესწრებოდა ანდერძის გადაცემის პროცესს. (ელ გრეკოს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი ბერძენი წარმომავლობის ხალხთან) ის დაკრძალეს სანტა დომინგო ელ ანტიგუას ეკლესიაში.

четверг, 27 ноября 2008 г.

პინტურიკიო

პინტურიკიო


ნამდვილი სახელი ბერნარდო დი პედტო დი ბიაჯო. დაიბადა 1454 წელს პერუჯაში.
პინტურიკიო მიეკუთვნებოდა ადრეული აღორძინების ბოლო თაობის ოსტატებს, რომლებიც მუშაობდნენ უმაღლესი აღორძინების ჩამყალიბებისა და პირველი აყვავების პერიოდში. მან შეინარჩუნა XV საუკუნის ბევრი ოსტატებისთვის დამახასიათებელი მსოფიოზე ნათელი წარმოდგენა. მისი მრავალფეროვნებისადმი უეშმაკო აღტაცება, ფერების სიკაშკაშე, ლანდშავტისა და შენობების სილამაძე, სახეებისა და კოსტუმების მრავალფეროვნება. პინტურიკიოს შემოქმედებაში ინტონაციების უგემოვნებას შეერწყმის დეკორატორის დახვერილი ნიჭი. მანტეის და ამავდროულად პერუჯინის კვალ და კვალ იგი პოულობს ახალ პრინციპიალურ გადაწყვეტილებას მოხატვების ანსამბლეაში, როგორც ერთიან დეკორატიულ სისტემას, რომელიც ქმნის ინტერიერს დაფუძნებულს სახვითსა და ორნამენტალური მოტივების ერთიანობაზე.

ბიჭის პორტრეტი

დრეზდენის გალერეაში იტალიელი აღორძინების ოსტატების სურათებს შორის პინტურიკიოს "ბიჭის პორტრეტს" შეუძლია პირველი დანახვისთანავე მოგხიბლოთ. მაინც რაში მდგომარეობს ამ პატარა და მცირე ზომის სურათის შეუდარებელი მომხიბვლელობა, რომელიც ჩვენს ყურადღებას ჯორჯონეს, ტიციანისა და რაფაელის შედევრების გვერდითაც კი აყოვნებს? ნუთუ მხოლოდ იმაში, რომ მხატვარი უბრალოდ წერდა იმას რასაც ხედავდა, არაფერზე არ დაფიქრებულა და არაფერს არ უმატებდა იმას რასაც ხედავდა? ასეთმა ახსნამ შეიძლება შთაგვაგონოს, რომ ყოველ მხატვარს შეუძლია შექმნას შედევრი თუ იგი დანახულს არაფერს მიუმატებს. ამის მტკიცება თვით მოტყუებაა. სინამდვილეში ჩვენს წინ დახვეწილი პოეტური ხასიათია. ბიჭის სახე შესრულებულია ისეთი მონდომებით თითქოს მხატვარს ეშინოდა გამოეტოვებინა მისი ხასიათის უმცირესი დეტალიც კი. ამასთანავე ყოველი შტრიხის უკან დგას ოსტატის თვითდაჯერებულობა, რომელმაც გაიარა კარგი სამხატვრო სკოლა.
ზუსტად არის გამოხატული თავი, სახე, შუბლი, ცხვირი და ნიკაპი. ნახატის სიზუსტემ უფლება მისცა მიეტანა მაყურებლამდე ისეტი დეტალი, როგორიც ოდნავ შესამჩნევად გამობერილი ტუჩები იყო. სინამდვილეში ეს არის მსოფლიო ხელოვნებაში ბავშვის ერთადერთი პორტრეტი, რომელშიც ასე ნათლად არის გამოხატული ბავშვის ტუჩები.
ლირიკულ-ინტიმური შთაბეჭდილების გასაძლიერებლად დრეზდენელმა პორტრეტების ოსტატმა ზუსტად გამოიყენა ერთი მხატვრული ხერხი. საერთოდ ჩვენი თვალი ხედავს მეტ სიზუსტეებს პირველ პლანზე, მოშორებით განლაგებული საგნები გვეჩვენება მეორეხარისხოვნად. აქ პირიქითაა. სახე და ფიგურა განსაკუტრებით ვარდისფერი პიჯაკი მოცემულია ერტ ლაქად. პეიზაჯი კი გამოსახულია უფრო მკვეთრად. მართალია ამით ერთგვარად იზღუდება სიღრმის შეგრძნება. ხეები ფიგურას გვირგვინივით გარს ეხვევიან. სამაგიეროდ ფიგურამ და სახემ მიიღო არაჩვეულებრივი გამობურცულობა. ამით მხატვარი სინამდვილის გამძაფრებულ აღქმას აღწევს.
დრეზდენული პორტრეტი როგორც ჩანს დაწერილია XV საუკუნის 80იან წლებში. 20 წლის შემდეგ ლეონარდომ ჯოკონდას პორტრეტით განაცვიფრა მთელი მსოფლიო მისი ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით. ლეონარდოს დახვეწილი სტილისტიკისგან განსხვავებით ბიჭის დრეზდენულ პორტრეტში ჩვენ ვნახულობთ მხოლოდ უბრალო მონათხრობს, მაგრამ ამ უბრალოებაში არის შეუდარებელი მომხიბვლელობა, ზუსტად ისეთი როგორც ხალხური სიმღერებისადმი. ოსტატმა შეძლო დავერწმუნებინეთ, რომ მის გმირს არ აქვს არაფერი უთქმელი, რომ ბუნებაში არ არის არავითარი საიდუმლო და სურათში არაფერია ჩვენგან დამალული. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.